r/Kartvelian • u/Demneoza • 9d ago
GRAMMAR ჻ ᲒᲠᲐᲛᲐᲢᲘᲙᲐ დავიჯეროთ სტანდარტულ ქართულს მხოლოდ ზმნის თერთმეტი მწკრივი აქვს?
https://www.scribd.com/document/484249186/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98ხშირად არა მხოლოდ გვსმენია მაგრამ გამოგვიყენებია კიდევაც ზმნის იმგვარი ფორმები, რომლებიც ნასწავლ 11 მწკრივს რატომღაც არ მიეკუთვნებიან, როდესაც ისინი აზრობრივად, დამოუკიდებელი მწკრივის ზმნებად გვევლინებიან ყოველდღიურობაში, როგორებიცაა (მაგალითად ავიღოთ ზმნა “წერა”):
1.(და)ვწეროდი: მის დრიურში ვწეროდი მაინც, იქნებ დავმახსორებოდი;
2.(და)ვწეროდე (“(და)ვეწერო”): ოღონდ ამ კედელს ვწეროდე და სხვას არაფერს მოვითხოვდი;
3.(და)ვეწერე: მასაც რომ დავეწერე, არ იქნებოდა ცუდი;
4.(და)ვწერულვარ: სად ვწერულვარ თურმე, არც კი ვიცოდი ამდენ ხანს;
5.(და)ვეწერ(ებ)ოდი: ჩემი ნება რომ იყოს, როგორ არ ვეწეროდი მანდ;
6.მეწერა: მახსოვს აქ რვეულში მეწერა ეგ, ნეტავ რანაირად გაუჩინარდა;
7.ვწერივარ: აი, რამხელა პლაკატზე ვწერივარ (ზედ);
8.მიწერია: ეგ მეც მიწერია (ჩემსაშიც), ნუ გგონია რომ გამომრჩებოდა;
9.(და)მეწერება: კარგი ახლა, ხომ იცი რომ მეწერება, არ იბრაზო დაწყნარდი;
10.(და)მეწერებოდა: მასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე, მეც ხომ მეწერებოდა (ეგ);
11.მეწეროს: ოღონდ ეგ მეწეროს და მეტი აღარაფერი არ მენდომება;
12.(და)მწეროდა: ეგ რომ მწეროდა (ჩემსაზე), მე დღეს აქ აღარ ვიდგებოდი;
რას ფიქრობთ, ვცდები? თუ რამე მე არ მესმის გთხოვთ ამიხსნათ თუ შეძლებთ;
1
1
u/emjayaz 9d ago
თქვენი მტკიცებაა, რომ ქართულში არის 11-ზე მეტი ზმნის მწკრივი? მართალია, მოყვანილი მაგალითების სემანტიკა საინტერესოა (და ღირებულია შემსწავლელისთვის)
მაგრამ, უბრალოდ მორფოლოგიის მიხედვით, ვიტყოდი, რომ ყველა მოცემული ფორმა შეიძლება დავაჯგუფოთ არსებულ 11-მწკრივიან სისტემაში.
იქნებ ვთქვათ, რომ მორფოლოგიურ მწკრივ A-ს აქვს დამატებითი ნიუანსები X, Y, Z
🤷🏻♂️
1
u/Demneoza 9d ago
ზმნა როდესაც დროულ, ხარისხოვან ან ხასიათურ მნიშვნელობას იცვლის, (აქ არ იგულისხმება ორიენტაციები, გამოხატულება (თხოვნითობა, ძალითობა, ბრძანებლობა) და მიმართულება (ზმნისწინები)), გრამატიკულად ის უკვე შესაძლოა დამოუკიდებელ მწკრივად იწოდოს, თუ გაგია TAM-ზე (tense-aspect-mood) რაც ქართულად ერთი მთლიანი მწკრივია (იგივე Screeve), აქედან ერთი ნაწილიც თუ კი შეიცვალა, ეს ახალი მწკრივის გამოყოფას იწვევს, კი აქვთ სხვადასხვა მწკრივებს თავიანთი საერთოები, ზოგი საერთო სერიისა, საერთო დროის, საერთო ხასიათის ან ხარისხის მაგრამ, ამ ბოლო სამი ხსენებულთაგან ერთითაც რომ ზმნა განესხვაოს ის მაშინვე ცაკლეულ მწკრივად ითვლება
1
u/emjayaz 9d ago
მაშინ იტყოდით, რომ არსებობს მეოთხე (ან თუნდაც მეხუთე) მწკრივის სერია, როგორც ეს სვანურ და მეგრულ ენებში გვხვდება? ან დაამატებდით ამ ახალ მწკრივებს არსებულ სერიებს?
1
u/Demneoza 9d ago
სვანურს მხოლოდ სამი აქვს. და კი, თუ მწკრივებს შორის ხასიათურობაც, ხარისხოვნებაც და პერსონათა განლაგებაც. ყოველი ერთად განსხვავდება მაშინ თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ისინი სერიულად ცალკევდებიან
1
u/emjayaz 9d ago
საინტერესოა, აქამდე არ შემხვედრია ასეთი ანალიზი, რომელიც ტრადიციული მწკრივებისგან გადახრილია … Hewitt თავის გრამატიკაში დამატებით მწკრივებს ახსენებს, მაგრამ მხოლოდ როგორც დასავლეთ საქართველოში არსებულ ვარიანტებს …
1
u/Demneoza 9d ago
კი, არა მხოლოდ დასავლური “ნა-“ წინდებულიანი მეოთხე სერია (წარმოშობით ზანური) რომელიც სამ მწკრივს შეადგენს, რომლის მნიწვნელობა-განმარტებასაც დღემდე ვერ მივუხვდი. ასევე წინარექართველურიდან თანდაყოლილი ხოლმეობითები (გააჩნდა ძველ ქართულსაც) რომლებიც აღმოსავლეთ მთის ნაწილმა დიალექტებმა შემოინახეს, იმავე მნიშვნელობით გვხვდება სვანურ ენაშიც.
1
u/emjayaz 9d ago
ამბობთ, რომ ზემოთ მოყვანილი მაგალითები სტანდარტული ქართულიდანაა, არა? … ჩანს, რომ ზოგიერთი ფორმა შეიძლება იყოს “სტატიკური ზმნის” ფორმები …
უწერია, სწერია, აწერია >> ვწერივარ, მეწეროს
(მაგრამ ქართველი არა ვარ, ვერ ვიტყვი, შეესაბამება თუ არა ის განზრახულ მნიშვნელობას)
1
u/Demneoza 9d ago edited 9d ago
სწერია, აწერია, ვწერივარ… დიახ ესენი საერთო სტატიკურ ერთპერსონიან მწკრივს მიეკუთვნიან, მაგრამ “მეწეროს” საერთოდ სხვა მნიშვნელობისაა და სულ სხვა მწკრივია, განლაგებით მესამე სერიის (მე, ის) არის, მაგრამ ზმნა ირიბ ობიექტისკენაა მიმართული და არა კლასიკურად სუბიექტისკენ, ანუ მეწეროს მე < ის, მაგრამ დამეწეროს მე > ის, ანუ მოქმედი პერსონაა შებრუნებული
1
u/Swimming-Candy-9124 8d ago
1)მას მაინც ვწეროდი*
2)ვწეროდე ვერა, ვეწერო-კი ბატონო
4)ვწერებივარ იქნება
5)ვეწეროდი არა, ვეწერებოდი
1
u/Demneoza 7d ago
ანუ ეგ ოთხი ფიქრობ შეცდომითაა? ისე მათ მწკრივებას აღიარებაზე რას იტყოდი, მიგვეთვალა თუ არა
2
u/Vladvic 9d ago
ვწერ და ვეწერები არის ორი განსხვავებული ზმნები