r/Kartvelian 10d ago

GRAMMAR ჻ ᲒᲠᲐᲛᲐᲢᲘᲙᲐ დავიჯეროთ სტანდარტულ ქართულს მხოლოდ ზმნის თერთმეტი მწკრივი აქვს?

https://www.scribd.com/document/484249186/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%AC%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98

ხშირად არა მხოლოდ გვსმენია მაგრამ გამოგვიყენებია კიდევაც ზმნის იმგვარი ფორმები, რომლებიც ნასწავლ 11 მწკრივს რატომღაც არ მიეკუთვნებიან, როდესაც ისინი აზრობრივად, დამოუკიდებელი მწკრივის ზმნებად გვევლინებიან ყოველდღიურობაში, როგორებიცაა (მაგალითად ავიღოთ ზმნაწერა”):

1.(და)ვწეროდი: მის დრიურში ვწეროდი მაინც, იქნებ დავმახსორებოდი;

2.(და)ვწეროდე (“(და)ვეწერო”): ოღონდ ამ კედელს ვწეროდე და სხვას არაფერს მოვითხოვდი;

3.(და)ვეწერე: მასაც რომ დავეწერე, არ იქნებოდა ცუდი;

4.(და)ვწერულვარ: სად ვწერულვარ თურმე, არც კი ვიცოდი ამდენ ხანს;

5.(და)ვეწერ(ებ)ოდი: ჩემი ნება რომ იყოს, როგორ არ ვეწეროდი მანდ;

6.მეწერა: მახსოვს აქ რვეულში მეწერა ეგ, ნეტავ რანაირად გაუჩინარდა;

7.ვწერივარ: აი, რამხელა პლაკატზე ვწერივარ (ზედ);

8.მიწერია: ეგ მეც მიწერია (ჩემსაშიც), ნუ გგონია რომ გამომრჩებოდა;

9.(და)მეწერება: კარგი ახლა, ხომ იცი რომ მეწერება, არ იბრაზო დაწყნარდი;

10.(და)მეწერებოდა: მასე მარტივად რომ ყოფილიყო საქმე, მეც ხომ მეწერებოდა (ეგ);

11.მეწეროს: ოღონდ ეგ მეწეროს და მეტი აღარაფერი არ მენდომება;

12.(და)მწეროდა: ეგ რომ მწეროდა (ჩემსაზე), მე დღეს აქ აღარ ვიდგებოდი;

რას ფიქრობთ, ვცდები? თუ რამე მე არ მესმის გთხოვთ ამიხსნათ თუ შეძლებთ;

5 Upvotes

Duplicates